ვაკანსია

26-09-2019

კომპანია "სფერო ჰოლდინგი" ვაკანსიას  აცხადებს

დეველოპერული კომპანია "სფერო ჰოლდინგი" გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას  აცხადებს.  

დაინტერესებულმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს კომპანიის შემდეგი მოთხოვნები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა.
  • კომპანიის უნიკალური, ექსკლუზიური პროდუქტების დეტალურ შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა.
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება.
  • უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება. 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

გარდა ამისა, დაინტერსებულ პირს სასურველია გააჩნდეს:

  • ეფექტური გაყიდვების უნარი.
  • კომუნიკაბელურობა.
  • კრეატიულობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
  • ორგანიზებულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

სანაცვლოდ კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიონალურ გადამზადებას.
  • საკონტაქტო ბაზებთან წვდომას.
  • გამართულ საკომუნიკაციო საშუალებებს.
  • კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილ სამუშაო ადგილს.
  • მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გადააგზავნონ ელ. ფოსტაზე: info@sferoholding.ge

 

სიახლეებში დაბრუნება