სამუშაო ვიზიტი

სამუშაო ვიზიტი

25-09-2019

29 სექტემბერ - 3 ოქტობერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში, სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო კოლაბარაცია DUNE (Fermilab, USA) ხელმძღვანელები პროფესორი სტეფან სოლდნერ - რემბოლდი, მანჩესტერის უნივერსიტეტის (Manchester University, UK) პროფესორი ედვარდ ბლაჩერი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის (Uviversity of CHicago, USA) და DUNE  კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რობერტ ვილსონი ეწვევიან.

სამუშაო ვიზიტის  ფორმატში  დაგეგმილია უცხოელი პროფესორების შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან არჩილ ფრანგიშვილთან,  უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებთან და დუნა ექსპერიმენტის ქართული ჯგუფის წევრებთან.

 გარდა ამისა, დაგეგმილია სემინარების ჩატარება.  

 აღსანიშნავია, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ფერმილაბს შორის შესაძლო ხელშეკრულების განხილვა იგეგმება.

 

სიახლეებში დაბრუნება