საგამოცდო ლაბორატორია

საგამოცდო ლაბორატორია

24-09-2019


სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატასაქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის  გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატა.

 კერძოდ, ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა შემდეგ დამატებით სფეროებში:

  1. სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატასაღებავების ნაწარმი, სამხატვრო საღებავები;

  2. პლასტილინი;

  3. პლასტმასის სათამაშოები;

  4. პლასტმასები და მათი ნაწარმი; 

აღსანიშნავია, რომ  18-20 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების  რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიაში აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ განხორციელდა გეგმიური ყოველწლიური შეფასება და  აკრედიტაციის სამუშაოები  (ისო იეკ 17025:2017/2018) დამატებითი სფეროს გასაფართოებლად რამდენიმე მიმართულებით. 

სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატააკრედიტებულმა ლაბორატორიამ ყოველწლიური შეფასება გაიარა შემდეგ აკრედიტებულ სფეროებში:

  1. ოქრო-ვერცხლის, ოქრო-პლატინისა და პალადიუმის შენადნობები, ძვირფასი ლითონების მასალები;

  2. ბადე-კატალიზატორები პლატინის შენადნობებისგან, ფერადი ლითონებისა და რკინის შენადნობები;

  3. ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები;

  4. ქანები: ულტრაფუძე, ფუძე, საშუალომჟავე; მინერალები: მეორადი და მადნეული მინერალები;

  5. ნიადაგები;

  6. ოქროსა და სპილენძის მადანი და კონცენტრატი. ბარიტის მადანი, მანგანუმის მადანი და კონცენტრატი. 

სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატაგეგმიური შეფასება განახორციელეს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ, მენეჯერმა ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ინესა ქუთელიამ, თანამშრომლებმა - ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატებმა ირინე გვალიამ და ხათუნა გაჩეჩილაძემ, გეოლ-მინ. მეცნ. კანდიდატმა  სულხან გველესიანმა,  აკადემიურ დოქტორებმა - ოლღა სესკურიამ და ნათია ინანაშვილმა,  ინჟინრებმა - ნანა იკოშვილმა და ვერა აბზიანიძემ, მაგისტრებმა - მაია კობახიძემ, რუსუდან მეტრეველმა და ბადრი გოგიამ.

სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატაგემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების  რესპუბლიკური  ცენტრის ბაზაზე 2006 წელს ჩამოყალიბებულ საგამოცდო ლაბორატორიას 2014 წლიდან მიღებული აქვს  ისო/იეკ 17025:2012 სერტიფიკატი.

წლების განმავლობაში ლაბორატორია გადაიარაღდა და ახალი ხელსაწყო-მოწყობილობები შეიძინა. გარდა ამისა, გარემონტდა ოთახები და  სხვადასხვა დონის ტრენინგებზე ლაბორატორიის თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს.

სტუ-ის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიას აკრედიტებული სფეროები დაემატასაგამოცდო ლაბორატორიის ყოველწლიური შეფასებისა და დამატებით აკრედიტაციის სამუშაოები ჩაატარა ექსპერტ-შემფასებელთა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალა კუგუშევა - ჯგუფის ხელმძღვანელი (წამყვანი შემფასებელი, აკრედიტაციის სამსახურის       მთავარი სპეციალისტი); ბ) ზურაბ გველესიანი - ტექნიკური შემფასებელი (შტატგარეშე მოსამსახურე); გ) მანანა ოთარაშვილი - ექსპერტი (შტატგარეშე მოსამსახურე).

 

სიახლეებში დაბრუნება