ტექნიკურ უნივერსიტეტს პროფესორები ტიციანო კამპორეზი და სატოში მიხარა ეწვევიან

ტექნიკურ უნივერსიტეტს პროფესორები ტიციანო კამპორეზი და სატოში მიხარა ეწვევიან

24-09-2019

24-25 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსიტუტში  სამუშაო ვიზიტით ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო კოლაბორაცია  CMS-ს ცერნის ჯგუფის ლიდერი პროფესორი ტიციანო კამპორეზი და იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლების ორგანიზაციის (KEK, the High Energy Accelerator Research Organization), COMET ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, კულტურის, მეცნიერების სამინისტროს მრჩეველი, პროფესორი სატოში მიხარა ეწვევიან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან არჩილ ფრანგიშვილთან,  უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალთან და CMS და COMET ექსპერიმენტების ქართული  ჯგუფის წარმომადგენლებთან.  

 შეხვედრებზე დეტალურად განიხილავენ უკვე შესრულებულ სამუშაოებს და დაისახება  უახლოესი მომავალი გეგმები.

აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) - ს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის CERN -ის პროფესორს ტიციანო კამპორეზის  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

 

სიახლეებში დაბრუნება