საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

23-09-2019

საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო მიერ გამოცხადებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის შემოდგომის (მე-11) ნაკადის რეგისტრაცია გრძელდება.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია სტუ- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA- (მინიმუმ 3.0) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ “B” (81-90%) ძალიან კარგი). აგრეთვე, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანალებლო პროგრამა შესაბამისი აკადემიური მოსწრებით (არაუმეტეს 2 ლისა).

ამასთან,  დაინტერესებულმა პირებმა თან იქონიონ  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ნიშნების ფურცელი დამოწმებული ბეჭდითა და ხელმოწერით.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მიმდინარე წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

მის.: კოსტავას 77; სტუ- ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 266.

სოცილურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი;     ტელ: 236 53 45

 

სიახლეებში დაბრუნება