სტუ-ის პროფესორმა ბესარიონ შანშიაშვილმა საერთაშორისო ფედერაციის - IFAC-ის მე-9 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

სტუ-ის პროფესორმა ბესარიონ შანშიაშვილმა საერთაშორისო ფედერაციის - IFAC-ის მე-9 კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

23-09-2019


ბესარიონ შანშიაშვილიგერმანიის ქალაქ ბერლინში ჩატარდა ავტომატურ მართვაში საერთაშორისო ფედერაციის - IFAC-ის მე-9 სამდღიანი კონფერენცია - „წარმოების მოდელირება, მენეჯმენტი და მართვა“ („Manufacturing Modelling, Management, and Control“, MIM '2019). 

კონფერენცია მიმდინარეობდა ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლში (Berlin School of Economics and Law).

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა ბესარიონ შანშიაშვილმა.  

სექციაზე - „სისტემების იდენტიფიკაცია წარმოების მართვაში გამოყენებებისათვის“ - პროფესორმა ბესარიონ შანშიაშვილმა გააკეთა კონფერენციაში საქართველოდან ჩართული ერთადერთი მოხსენების (ბესარიონ შანშიაშვილი, არჩილ ფრანგიშვილი, ზურაბ წვერაიძე) - “უწყვეტი ბლოკურად ორიენტირებული არაწრფივი სისტემების სტრუქტურული იდენტიფიკაცია სიხშირულ არეში” - პრეზენტაცია.

მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, იყო დასმული შეკითხვები. მოხსენების შემდეგ, ორგანიზატორების მიერ ბესარიონ შანშიაშვილს გადაეცა სერთიფიკატები კონფერენციაში მონაწილეობისა და მოხსენების პრეზენტაციისათვის.

ბესარიონ  შანშიაშვილი აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციის სხვა სამეცნიერო და ასევე სოციალურ ღონისძიებებში.

 

სიახლეებში დაბრუნება