თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის ოთარ ყარალაშვილის საჯარო ლექცია

თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის ოთარ ყარალაშვილის საჯარო ლექცია

20-09-2019


მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის ფარგლებში თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, დიზაინერი, ილუსტრატორი და კურატორი ოთარ ყარალაშვილი ორ საჯარო ლექციას წაიკითხავს.


საჯარო ლექცია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  ჩატარდება, სადაც დასწრება თავისუფალია.  

22 სექტემბერი, 11:00 საათზე


კომუნიკაცია ადამიანებს შორის ყოველთვის - გამონაკლისის გარეშე - ერთდროულად რამდენიმე არხის, ნიშანთა რამდენიმე სისტემის მეშვეობით ხდება.
ვიზუალური ნიშნები, რომლებიც მუდმივად გარს გვახვევია ყოველდღიურ ცხოვრებაში, განუწყვეტლივ რაღაცას გვეუბნებიან. იმის გამო, რომ ვიზუალურ ენაში, სამეტყველო ენისგან განსხვავებით, არ არსებობს ცხადი სახით ჩამოყალიბებული შეთანხმება ამა თუ იმ ნიშნის მნიშვნელობის შესახებ, არ გვაქვს ვიზუალური ენის განმარტებითი ლექსიკონი, - ვიზუალური ნიშნებით გადმოცემული შინაარსები ჩვენთვის ხშირად ცნობიერ დონეზე შეუმჩნეველი რჩება, თუმცა სინამდვილეში ჩვენ ძალიან მკაფიოდ აღვიქვამთ მათ.
ვინაიდან ვიზუალური ენა ჩვენ გარშემო ყველგანაა, ეს შინაარსები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს აზრებზე, ჩვენს წარმოდგენებზე და მსოფლმხედველობაზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ამ ნიშნების ცნობიერად კითხვა თუ არა, შემჩნევა მაინც.


23 სექტემბერი, 11:00 საათზე

წიგნის ყდაში, ისევე როგორც ვიზუალური კომუნიკაციის ნებისმიერ პროდუქტში, უამრავი ინფორმაციაა დამალული. ყდის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ წიგნის შინაარსის შესახებ ისე, რომ წიგნი არც კი გადავშალოთ.
ჩვენ ვეცდებით, მივადევნოთ თვალი ყდის დიზაინის ისტორიულ განვითარებას და ამოვიცნოთ, რა კოდები იმალება წიგნის ყდაზე.

 

სიახლეებში დაბრუნება