ლიტვის დელეგაცია სტუ-ში

13-02-2014
ლიტვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოში
 
13 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა ლიტვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების დელეგაცია, ლიტვის განათლების მინისტრის რიმანტას ვაიტკუსის ხელმძღვანელობით.
ლიტვის დელეგაციას შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ტენქიკურ უნიევრსიტეტსა და ლიტვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა მემორანდუმებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტსა (კაუნასი) და ასევე, ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და ვილნიუსის უნიუვერსიტეტის კოლეჯს შორის.
აღსანიშნავია, რომ ლიტვის დელეგაცია საქართველოს ეწვია ყოველწლიურ საერთაშორისო საგანამანთლებლო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც თბილისში 14-15 თებერვალს გაიმართება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები