UGRAD

11-02-2014
IREX
გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა UGRAD
 
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს შესარჩევ კონკურსს გლობალურ სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე 2014-2015 აკადემიური წლისთვის (Global Undergraduate Exchange Program in Eurasia and Central Asia).
 
ანკეტების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.
 
პროგრამა საშუალებას აძლევს  ბაკალავრიატის პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში სრული დაფინანსებით. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
 
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის, საანკეტო ფორმებისა და ინსტრუქციებისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამის ვებგვერდი: http://irex.ge/ugrad    

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები