პროექტი BACKIS

06-02-2014
კონკურსი BACKIS (ERASMUS MUNDUS) მობილობის გრანტების მოსაპოვებლად
 
BACKIS პროექტის ფარგლებში სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადა 2 მარტამდე გაგრძელდა.
 
გამოცხადებული კონკურსი ERASMUS MUNDUS - ის მეორე აქტივობის პროექტის BACKIS ფარგლებში 
გულისხმობს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას  კავკასიის ქვეყნებსა (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და  ევროპის ქვეყნებს შორის.
 
BACKIS-ის ფარგლებში განხორციელდება გაცვლები საბაკალავრო, სადოქტორო და პოსტსადოქტორო საფეხურებზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას.
 
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: http://www.wbackis.univ-montp2.fr/
 
დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს (კოსტავას ქ. #77, ოთახი №225, ტელ.: 2363206, ელ-ფოსტა: ird@gtu.ge).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები