საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2019/2020 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტთა საყურადღებოდ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2019/2020 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტთა საყურადღებოდ

19-09-2019


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2019/2020 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტთა საყურადღებოდმაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებიც 2019/2020 სასწავლო წელს ჩაირიცხნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე, უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, უნდა მიმართონ შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებს, 25 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე.

ხელშეკრულების გაფორმებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი - 1125 ლარი (თიბისი ბანკში), გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინონ ხელშეკრულების დადებისას.

სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)

ხელშეკრულების გაფორმება წარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე, შემდეგ მისამართებზე:

  • სამშენებლო ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი
  • სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის III კორპუსი
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 69; სტუ-ის II და X კორპუსი
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი
  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, ა-ბლოკი
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა - მ.კოსტავას 77; სტუ-ის VIII კორპუსი (შესასვლელი გვერდიდან)
  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - გურამიშვილის გამზ. №17, სტუ-ის XI კორპუსი.



 

სიახლეებში დაბრუნება