ევროპის საბჭო უნივერსიტეტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროპის საბჭო უნივერსიტეტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

19-09-2019


საგრანტო კონკურსიევროპის საბჭო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საგრანტო კონკურსს  აცხადებს.

კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:

 - დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული

დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელება და

ნეგატიური გავლენა ადამიანების კეთილდღეობაზე, მოწყველად ჯგუფებზე და ფართო საზოგადოებაზე საქართველოში;

- უმცირესობებისა და სხვა მოწყველადი ჯგუფების უფლებები და  მრავალფეროვანება ქართულ საზოგადოებაში;

- დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და  სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები;

-  საქართველოში მშვიდობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში რა წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონებს.

 ცნობისათვის, პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდანქვემო ქართლიდან; სამცხე- ჯავახეთიდან და აჭარიდან.

თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო. 

საპროექტო განაცხადის შეტანის საბოლოო ვადაა:  2019 წლის 17 ოქტომბერი.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: 

tenders.antidiscrimination@coe.int სათაურით Georgia – small grant proposal

 საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია  იხილოთ მოცემულ ბმულზე:   https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities

 

სიახლეებში დაბრუნება