ყურადღება!

05-02-2014
უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის 
(შიდა მობილობის)
მსურველთა საყურადღებოდ!
 
სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უნივერსიტეტის ფარგლებში (ფაკულტეტებს შორის და ფაკულტეტის შიგნით) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა  2014 წლის 3 თებერვლიდან  10 თებერვლის  ჩათვლით, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია  უნდა წარმოადგინონ   საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის ასლი;
3.      სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4.      სტუდენტის სტატუსის ცნობა;
 
შენიშვნა:  მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად შექმნილი დროებითი საფაკულტეტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები