ყურადღება!

05-02-2014
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
 
სსიპ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი სწავლება, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა,  განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია  უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014 წლის 3 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე კვირის გარდა 1000 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე–3 სართული, ოთახი N350);
 
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
3.      ბეჭდით დამოწმებული სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწებულებიდან,  რომელშიც ირიცხებოდა სტუდენტი;
4.      ატესტატის (დიპლომის) დედანი და ასლი;
5.      ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6.       ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7.      გარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
8.      სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის).
 
შენიშვნა: აღდგენის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები