ყურადღება!

05-02-2014
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
 
1.      სსიპ –  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი ვალდებულია განახორციელოს საკუთარი განაცხადის რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე www.eqe.ge, 2014 წლის 3 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით;
 
2.      პირი, რომელიც  მოიპოვებს სტუ-ში ჩარიცხვის უფლებას, რაც ფიქსირდება განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის www.eqe.ge ელექტრონულ პორტალზე, ვალდებულია მიმართოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით 14 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით. საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 1000 საათიდან 1600 საათამდე (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350);
 
3.      მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
 
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
                                                                                                                                                                       
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
3.      სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4.      ატესტატის (დიპლომის) ასლი;
5.      ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);             
6.      სტუდენტის სახელზე გამოცემული ყველა  ბრძანების ასლი, დამოწმებული  ბეჭდით;
7.      სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის).
 
შენიშვნა: მობილობის წესით დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ დებულების  შესაბამისად, საფაკულტეტო დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები