რეფერატული ჟურნალი

03-02-2014
ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ)
 
გამოიცა პერიოდული ქართული რეფერატული ჟურნალის (ქრჟ) 2013 წლის #11(23) ელექტრონული ვერსია, რომლის ნახვაც ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაძლებელია ტექინფორმის ვებ–გვერდზე შემდეგ მისამართზე: www.tech.caucasus.net .
ქრჟ მოიცავს საქართველოში გამოქვეყნებული სამეცნიერო გამოცემების,  დეპონირებული სტატიების, დაცული დისერტაციების და სხვა სამეცნიერო წყაროების რეფერატებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ჟურნალის აღნიშნული ნომერი თემატურია და ეძღვნება სოფლის მეურნეობას. მასში შესულია შემდეგი რუბრიკები: აგრარული მეურნეობის ზოგადი საკითხები; აგრარული მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია; ნიადაგმცოდნეობა; მელიორაცია;  მარცვლოვანი კულტურები; მებაღეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა; მევენახეობა და მეღვინეობა; ჩაი და სუბტროპიკული მცენარეები; მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ვეტერინარია; სატყეო მეურნეობა; ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება; სასოფლო-სამეურნეო მანქანები; გენეტიკა-სელექცია; სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა დაცვა; აგროქიმია; აგრარული რადიოლოგია და ეკოლოგია. ქრჟ–ს თან ახლავს ავტორთა და საგნობრივი  საძიებლები.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები