საზაფხულო სკოლა

03-02-2014
საზაფხულო სკოლა
 
2014 წლის 19 ივლისს - 16 აგვისტოს ოლომოუცის სლავური ენების საზაფხულო სკოლა (ქ. ოლომოუცი, ჩეხეთის რესპუბლიკა) უცხოელი სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას სასწავლო პროგრამაზე. საზაფხულო სკოლის პროგრამის მიზანია ჩეხური და სხვა სლავური ენების შესწავლა. გაკვეთილებთან ერთად გათვალისწინებულია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ტურისტული მარშრუტები მორავიასა და ბოჰემიაში.
 
საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
 
 
საკონტაქტო პირი: გაბრიელა ბენეშოვა (Gabriela Benešová)
ელ.ფოსტა: lsss@upol.cz
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები