შეხვედრა

03-02-2014

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუ-ში

1 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი ეწვია. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა. 
სტუ-ს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეწვია
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე სწავლების დარგში ლევან კლიმიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე და სხვები. საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის განათლების სისტემებს, ბოლონიის პროცესს, მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სომხეთის სამი მოქალაქე სწავლობს. ნარეკ საფარიანი, ნარეკ პეტროსიანი და დიანა პეტროსიანი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას ეუფლებიან.სტუ-ს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეწვია


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები