სემინარი

24-01-2014

სემინარი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით  ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა, გარემოს დაცვისა და საწარმოო ეკოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით, მოამზადეს თემატური სემინარი ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. 

მომხსენებელმა, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა ალექსანდრე ლომთაძემ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა. მან წარმოადგინა პროფესიონალური ხედვა მშენებლობის პერსპექტივისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. 

თემატურ სემინარს ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნაზი კუციავა.
ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით  ტექნიკურ უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა

 

 

 



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები