“PASHA Bank” სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

“PASHA Bank” სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

12-09-2019
“PASHA Bank” სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს“PASHA Bank”- ი  უმაღლესი სასწავლებლების მესამე და 
მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის სხვადასხვა ვაკანსიას აცხადებს: 
 
1. გაყიდვების ოფიცერი 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება;
  • საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების აქტიური გაყიდვების წარმოება ბანკისა და მომხმარებლების მიერ შერჩეულ ადგილებში;
  • მომხმარებლებისთვის ბარათებისა და სხვა დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
  • მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • მომხმარებლებთან ხარისხიანი მომსახურების, კონსულტაციისა და მოლაპარაკებების გზით ხანგძლივი ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ყოველდღიური ფაილინგის წარმოება და საბუთების დროული დაარქივება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან;

2. გაყიდვების ოფიცერი (სკუტერის მძღოლი) - სავალდებულოა სკუტერის მართვის გამოცდილება, მართვის მოწმობის კატეგორია - A1, A განიხილება როგორც უპირატესობა ;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბანკის მომხმარებელებისათვის ბარათების და სხვა დოკუმენტაციის დროული მიწოდება; 
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვისა და საბანკო მომსახურების გაწევა კლიენტის მიერ შერჩეულ ლოკაციებზე;
 ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან;

მსურველები უნდა დარეგისტრდნენ:  pashabank.ge
საკონტაქტო ინფორმაცია  + 995 322 265 000

 

სიახლეებში დაბრუნება