სასტიპენდიო ვაუჩერები

23-01-2014

სასტიპენდიო ვაუჩერები წარჩინებულ სტუდენტებს

22 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სასტიპენდიო ვაუჩერები დაურიგა.

მინისტრის ინიციატივით, საქართველკახა კალაძემ წარჩინებულ სტუდენტებს სასტიპენდიო ვაუჩერები გადასცაოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის 15 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა ყოველთვიური სტიპენდია 200 ლარის ოდენობით. სტიპენდიას გასცემს საქველმოქმედო ფონდი “კალა”. 

სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ სტუდენტებს: ირაკლი ზარქუა, შალვა დავითაშვილი, გურამ მირიანაშვილი, თორნიკე ხარანაული, მიხეილ მარიამიძე, ნიკა მამაგულაშვილი, ერეკლე მიქავა, დავით სუქნიძე, ლევან ჯანიაშვილი, ნიკა ჯომიდავა, სანდრო ბექაური, ვასილ ენუქიძე, რამინ სანაია, გივი შოვნაძე, ნიკოლოზ ელიაშვილი.

ამას გარდა, მინისტრმა ახალგაზრდებს შესთავაზა, მონაწილეობა მიიღონ პოტენციური ჰიდროელექტროსადგურის გამოვლენაში, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც სტუდენტთა აქტივობის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის განვითარებისთვის.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები