მობილობის პროგრამა

16-01-2014

ერაზმუს მუნდუსის მობილობის პროგრამა

ერაზმუს მუნდუსის პროგრამის (Erasmus Mundus Mobility) ფარგლებში, რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი (ლატვია) სტუდენტთა მობილობის პროგრამას აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. 

გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ 24 თვის განმავლობაში ისწავლონ ევროპის უნივერსიტეტებში (სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად1500 ევროა). რიგაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები ყოველთვიურად არ აღემატება 450 ევროს .

მობილობის პროგრამაში მონაწილეობისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 20.02.14.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://ianus.uaic.ro/ianusII/academic-offer.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები