სტუ თბილისის პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი“ მასპინძლობს

სტუ თბილისის პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი“ მასპინძლობს

02-09-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის პირველ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას  - „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი“ მასპინძლობს.

ღონისძიება, რომელიც 2019 წლის 9-14 სექტემბერს  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, კლასიკური მათემატიკური ლოგიკის ფუძემდებლის, მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის  მოღვაწის შალვა ფხაკაძის ხსოვნას ეძღვნება.

თბილისის საერთაშორისო  საზაფხულო სკოლის „ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი“ მიზანია,  ქართული და აფხაზური ენების სრულყოფილად მცოდნე ხელოვნური ინტელექტუალური, კომპიუტერული სისტემების ანუ ქართული და აფხაზური ახალი ტექნოლოგიური ანბანის  აგება.

სკოლის მსმენელები ლოგიკის, ენისა და ხელოვნური ინტელექტის მიზნებს, მეთოდებს, მიღწეულს შედეგებს და სამომავლო პრესპექტივების ენობრივი -კულტურული მნიშვნელობების  შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://geoanbani.com/TbiLLAI/

ღონისძიების ორგანიზატორია ქართული ენის ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, მხარდამჭერები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და შოთა რუსთაველის სახელობის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

 

სიახლეებში დაბრუნება