ვაკანსია გეოინფორმაციული სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე

ვაკანსია გეოინფორმაციული სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე

22-08-2019

ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანია „თბილისი ენერჯი“ (ყოფილი „ტაზტრანსგაზ-თბილისი“) აცხადებს ვაკანსიას გეოინფორმაციული სისტემის (GIS) სპეციალისტის პოზიციაზე. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 აგვისტო.

ვაკანსიაში მონაწილეობისთვის:

  • დარეგისტრირდით ან გაიარეთ ავტორიზაცია საქმიან ქსელში www.worco.ge;
  • შეავსეთ თქვენი პროფილი;
  • ატვირთეთ ფოტო;
  • მოძებნეთ ვაკანსიის ბლოკში თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დატოვეთ პროფილის ბმული.

*** მნიშვნელოვანია, რომ პროფილი უნდა იყოს სრულყოფილი, რადგან 
დამსაქმებელი ამის მიხედვით არჩევს კადრს.

 

ვაკანსიის შესახებ:
მისამართი: თბილისი, მიცკევიჩის 18ა
სამუშაოს ტიპი: შტატიანი
სამუშაოს განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი
განათლება: უმაღლესი

სამუშაოს აღწერა:

  • გაზსადენი ქსელების მონაცემთა ბაზის განახლება/კორექტირება;
  • დაგეგმილი გაზსადენების მონაცემების ასახვა გეომონაცემთა ბაზაში;
  • გაზსადენი ქსელის სარეგისტრაციო პროცესის წარმოება;
  • მონაცემთა ბაზების შექმნა, მართვა და ანალიზი. 


მოთხოვნილი კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების: CIS, AUTOCAD სრულყოფილი ცოდნა;
  • მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და სამშენებლო ნორმების ცოდნა. 

დამატებითი უნარები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამუშოს დაგეგმვის და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

ენებიინგლისური


 

სიახლეებში დაბრუნება