შეხვედრა

13-12-2013

შეხვედრა

13 დეკემბერს პოზნანის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სატყეო ფაკულტეტის დეკანმა გჟეგოჟ რონჩკამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, სატყეო დეპარტამენტის სრული პროფესორი გიორგი გაგოშიძე, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი ოთარ გელაშვილი, სატყეო ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი ზაურ ჩიტიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის მაგისტრანტი ლევან ჩოფლიანი და სხვები.
პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანმა სტუ-ში შეხვედრა გამართაშეხვედრის მიზანი იყო სატყეო სფეროში განათლების საკითხების განხილვა, თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზების მოძიება.
აღნიშნული შეხვედრები თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების წინა ეტაპი იყო. პოზნანის უნივერსიტეტს, საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება 2014 წლის გაზაფხულზე პოლონეთშია დაგეგმილი.პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანმა სტუ-ში შეხვედრა გამართა


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები