ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

06-08-2019

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა.

იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენცია ეხებოდა გამოყენებით ელექტრომაგნიტურ ინჟინერიაში, ასევე მაგნიტურ, ზეგამტარ, მულტიფუნქციურ მასალებსა და ნანომასალებში („ჯაპმედ 11“) მიმდინარე სამუშაოებს და მიღწეულ შედეგებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობაკონფერენციას ესწრებოდნენ დელეგატები იაპონიიდან, ჩინეთიდან, საბერძნეთიდან, ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და სერბეთიდან.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო პროფესორი ათანასე მამალისი, რომელიც ამავდროულად ამ კონფერენციის საპატიო თავმჯდომარეა.

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობაიაპონიისა და ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომლის მასპინძელიც იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა: ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და კონფერენციის ლოკალური საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ, პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ და კონფერენციის სამეცნიერო პროგრამის ერთ-ერთმა შემქმნელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროფესორმა რაულ თურმანიძემ, დიდი წვლილი შეიტანეს ღონისძიება საინტერესო და მაღალკვალიფიციური, შედეგიანი რომ ყოფილიყო. მადლობა მათ ამისთვის“ - აცხადებენ კონფერენციის სტუმრები.

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობაკონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამთო მექანიკის ინსტიტუტმა, მისი დირექტორის, კონფერენციის საპროგრამო კომიტეტის წევრის პროფესორ ნიკოლოზ ჩიხრაძის და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის დელეგაციამ მისი დირექტორის, დოქტორ გურამ ბოკუჩავას ხელმძღვანელობით.

ხაზგასმითაა აღასანიშნავი, რომ კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ევრო-ხმელთაშუა ზღვის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია, რომლის პრეზიდენტია პროფესორი პ. კერვალიშვილი, მთავარი აკადემიკოს-მდივანი, პროფესორი კ. სპენცასი, რომლის სპეციალურ სესიაზე აკადემიის დიპლომები გადაეცათ ირანელსა და იაპონელ კოლეგებს.

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა იაპონია-ხმელთაშუა ზღვის მეთერთმეტე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კონფერენციაზე რამდენიმე მოხსენებით წარსდგა: მაგნიტური ნანონაწილაკები და ნანოსისტემები დაავადებული უჯრედების ჰიპერტემიისთვის (პ.კერვალიშვილი, თ.ბერბერაშვილი, ა.პაპოიანი, ა.მანუკიანი); Ti-Al-Si-B-C სისტემაში ნანოკომპოზიტების სინთეზი მექანიკური ლეგირებით ადა აფეთქებით კომპაქტირებით (მ.ჩიხრაძე, ფ.დ.ს.მარქუის, ნ.ჩიხრაძე, გ.აბაშიძე, ა.გიგინეიშვილი, თ.ბჟალავა); სამრეწველო პროცესების არაწრფივი დინამიკური სისტემების პარამეტრული იდენტიფიკაცია (ბ. შანშიაშვილი, ნ. ყავლაშვილი); სილიციუმ-გრაფენის ნანოსისტემებზე დაფუძნებული ნეიტრონული სენსორები გამდიდრებული ბორ-10 იზოტოპით (პ.კერვალიშვილი, რ. თურმანიძე, თ. ბერბერაშვილი, ლ. ჩახვაშვილი); კლასტერების დანაწილაკების ბალანსი დინამიური ფრაქტალების მოქმედებებით (ა. ბახთიარი, თ. ბერბერაშვილი, პ. კერვალიშვილი); საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GCI) სტატისტიკური ანალიზი (რ.თურმანიძე, პ.დასიკ, გ.ფოფხაძე); ნანოზომების ბიოსტრუქტურების ფიზიკური თვისებების კვლევა კომპიუტერული სიმულაციით (პ. კერვალიშვბილი, თ. ბჟალავა); BRAF, NRAS და HRAS გენების შესწავლა, თირეოიდული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში საქართველოში, პროგრამული უზრუნველოფის გამოყენებით(ს.ა.ელმოჰეტმადანი, ირინე გოცირიძე); ვენების ტრანსილუმინატორული აღმომჩენი მობილური მოწყობილობის პროექტირება (თოჰიდთალებიფარი, ირინეგოცირიძე); სამედიცინო სიმულაციის ტრეინინგსისტემა აპლიკაციური მოწყობილობით (დონგ ჰაკკიმი, ირინე გოცირიძე, ზვიად ღურწკაია); ერბიუმის მონოსელენიდის ფირების მიღება და მათი მექნაკური სიმტკიცე (ზ.ჯაბუა, ა.გიგინეიშვილი, ქ.დავითაზე, თ.მინაშვილი, გ.ილურიძე); BRAF, NRAS, KRAS და RET გენების მუტაციის დიაგნოზის შესწავლის გენეტიკური ანალიზი, თირეოიდული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში საქართველოში, Matlab გარემოს გამოყენებით (ს.ა.ელმოჰეტმადანი, ირინეგოცირიძე); სამედიცინო მოწყობილობების აკუმულატორული ბატარეების პროექტირება და ტემპერატურული რეჟიმის მართვა (მასუმეი აგჰობი, ირინე გოცირიძე). 

კონფერენციის დასასრულს ევრო-ხმელთა შუაზღვის მეცნიერებათა აკადემიის წევრობის დიპლომი იაპონელ მეცნიერს, დოქტორ იდოს, ხოლო ევრო-ხმელთა შუაზღვის აკადემიის წევრობის დიპლომი ირანის მეცნიერებათა აკადემიის წევრს დოქტორ ფაიზს გადაეცა.


 

სიახლეებში დაბრუნება