ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიაში სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს პრეზენტაცია ჩატარდა

ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიაში სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს პრეზენტაცია ჩატარდა

31-07-2019

ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიაში სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს პრეზენტაცია ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიაში ISO 17020 სტანდარტით აკრედიტირებულ სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს პრეზენტაცია ჩატარდა.
პრეზენტაციას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სხვადასხვა კლინიკის და სადიაგნოსტიკო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიაში სამედიცინო ტექნიკის ინსპექტირების ორგანოს პრეზენტაცია ჩატარდა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა სიტყვით მიმართა.
„კავკასიის სივრცეში უნიკალური ლაბორატორია გაგვაჩნია, რომელიც ახალი ტექნოლოგიებით და და ახალი ახალი მიმართულებებით არის აღჭურვილი, რომელთაგან ერთ-ერთია ხარისხის ექსპერტიზა ბიოსამედიცინო კუთხით. დეპარტამენტი, რომელსაც ირინა გოცირიძე ხელმძღვანელობს, ძალიან წარმატებულია. აქ არის საერთაშორისო პროგრამები, რომელთაც მინიჭებული აქვთ როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო ხარისხი. ჩატარებული კვლევების თანახმად, ბიოსამედიცინო ინჟინერია დასაქმების ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით, სპეციალობათა TOP ხუთეულში შედის და ყველა პროგნოზით ის მალე ნომერ პირველი სპეციალობა იქნება. ეს არის მიმართულება, რომლის ფუძემდებელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია და ასევე ექსკლუზივის მქონე. ეს არის სამედიცინო ტექნიკა და ტექნოლოგიები, ამ მიმართულებით მოხდება სპეციალისტების მომზადება და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა “ - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები 2019 წლის მარტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნეს, სადაც სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში ამ დონის ლაბორატორიული კომპლექსი გაიხსნა. ეს არის ყველაზე მძლავრი ლაბორატორია, რაც კი არსებობს რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმას, ჩვენ მიერ დაანონსებულ ეროვნულ იდეას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერი ლაბორატორიები გვექნება“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
ლაბორატორიის ხელმძღვანელის გელა გოდერძიშვილის ინფორმაციით, ლაბორატორია ოთხი ათას მეტრზეა განთავსებული და ფართი ისეა განაწილებული, რომ სტუდენტებს სასწავლო პროცესში შეუძლიათ ჩაერთონ და ჩაატარონ როგორც კვლევები, ასევე ექსპერტიზები. ლაბორატორიული კომპლექსი ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი, რომელიც IT სფეროსა და ციფრულ ტექნოლოგიებით არის უზრუნვეყოფილი. ამიერკავკასიაში ციფრული ტექნოლოგიების მსგავსი კომპლექსი და დიდი მასშტაბის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია არ არსებობს, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიის ყველა მიმართულებაა გათვალისწინებული.
„ლაბორატორიული კომპლექსის დანიშნულებაა, სასწავლო და კვლევითი პროცესების წარმართვა ინფორმატიკის, კომპიუტერული ინჟინერიის, მართვის ციფრული ტექნოლოგიების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, სისტემური ინჟინერინგის, პროგრამული ინჟინერიის, იმიტაციური მოდელირების, ბირთვული ინჟინერიის IT-ის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის უნიკალური ულტრათანამედროვე აღჭურვილობა ექსპერტული საქმიანობის განვითრებისა და საშუალებასაც იძლევა. აქ, სრული შესაძლებლობაა განხორციელდეს ციკლი - „კვლევა-პროექტირება-საინჟინრო გადაწყვეტა-რეალიზება“ - აღნიშნა გელა გოდერძიშვილმა.

კომპლექსში 700-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ აღჭურვილობის დიდი ნაწილი არის ორიგინალური - შემუშავებული და რეალიზებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

პრეზენტაციის - „კლინიკური ინჟინრების როლი სამედიცინო ტექნიკის ხარისხის უზრუნველსაყოფაში“ - წარდგენისას, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე გოცირიძემ აღნიშნა: „მსურს წარმოგიდგინოთ ის მიმართულება, რომლის ფუძემდებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მეტიც, უნივერსიტეტი ექსკლუზივს ფლობს - ეს არის სამედიცინო ტექნიკა და ტექნოოლოგიები, ამ მიმართულებით მოხდება სპეციალისტების მომზადება და საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ტექნიკისა და ტექნოლოგიების დიდი პოტენციალია, შეიქმნა და განვითარდა საბუნებისმეტყველი მეცნიერებების მამირთულება. აქ არის თავმოყრილი ის უდიდესი ტექნიკური სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ასე საჭიროა მაღალი ტექნოლოგიების მომცველი ბიოსამედიცინო ინჟინერიის დარგის განვითარებისთვის. დღეს არ არსებობს ჯანდაცვის სფეროს დაწესებულება, სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები არ იყვნენ კლინიკური ინჟინერიის სამსახურში. როდესაც დავაანონსეთ დღევანდელი შეხვედრა, ბევრი კლინიკის თუ სადიაგნოსტიკო ცენტრი წარმომადგენლებად ვიხილეთ ჩვენი კურსდამთავრებულები“ - განაცხადა ირინე გოცირიძემ.

 

სიახლეებში დაბრუნება