სამაგისტრო პროგრამა

04-12-2013
სამაგისტრო პროგრამა
 
გონივრული სისტემები ინტეგრაციაში
 
ერაზმუს მუნდუსის პროგრამა აცხადებს კონკურსს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე გონივრული სისტემების ინტეგრაციაში. პროგრამაში მონაწილეობს შოტლანდიის, ნორვეგიისა და უნგრეთის უნივერსიტეტები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა სრულად ფარავს სტუდენტის სწავლებისა და ცხოვრების ხარჯებს. დაფინანსებული სტუდენტი პირველ სემესტრს ისწავლის ედინბურგში (შოტლანდია), მეორე სემესტრს გაატარებს ვესტფოლდში (ნორვეგია), ხოლო მესამე სემესტრში სწავლას დაასრულებს ბუდაპეშტში (უნგრეთი).  ამ სამი უნივერსიტეტიდან სტუდენტი თავად აირჩევს, სად გააგრძელებს მეოთხე სემესტრის განმავლობაში სამაგისტო თეზისის მომზადებას.   
 
სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტებს, შემდეგ დისციპლინებში:  ელექტროტექნიკა, ელექტრონიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ფიზიკა, მასალათმცოდნეობა, მექანიკა მანქანათმშენებლობა, ბიოსამედიცინო ინჟინერია და/ან მათთან მჭიდროდ დაკავშირებული დისციპლინები. 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 იანვარი 2014.
 
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
 
 
განაცხადის შევსებისა და ატვირთვის ინსტრუქციისათვის:
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები