კონკურსი

03-12-2013
კონკურსი
 
ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება
 
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აცხადებს კონკურსს სტუდენდებისთვის - ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად.
 
ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება გაიმართება 11 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის ბაკალავრის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე არაუგვიანეს 5 დეკემბრისა (14:00 საათამდე). საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შეირჩევა 18 წარმატებული სტუდენტი. ღონისძიების ბოლოს გაიმართება სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ქეთი ცანავა 
ტელ.: 593 35 45 10
ელ.ფოსტა: ktsanava@justice.gov.ge.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები