ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

26-07-2019
ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვესსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, უნივერსიტეტში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
საქართველოს პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებს შორის უკვე, ორი წელია IT მხარდამჭერის სპეციალობაში სტუდენტური ოლიმპიადა ტარდება, რომლის მიზანია პროფესიულ სტუდენტთა წახალისება, პროფესიული განათლების სფეროში დამსაქმებლების ჩართვის გაძლიერება და WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსისთვის მზადება.
წელს, ღონისძიებაში 14 პროფესიული სასწავლებლის 160-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული. პირველ ტურში, თითოეული კოლეჯიდან სამი საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდა, რომლებმაც ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღეს.
ფინალური ტური ორ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა, თბილისში - კოლეჯ “მერმისი“ და ფოთში - კოლეჯ „ფაზისში“. ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ კოლეჯები: პროფესიული კოლეჯი "თეთნულდი"’- მესტია; სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ოპიზარი"-ახალციხე; პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“- ოზურგეთი; პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“- ჯვარი; პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“- ფოთი; პროფესიული კოლეჯი “მოდუსი“- რუსთავი; საზოგადოებრივი კოლეჯი ‘’აისი’’-კაჭრეთი; პროფესიული კოლეჯი “იბერია“-ქუთაისი; საქართველოს ბიზნესის აკადემია-თბილისი; საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ - თბილისი; სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი"-თბილისი; საზოგადობრივი კოლეჯი ''გლდანის პროფესიულური მომზადების ცენტრი''- თბილისი; სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“- ბათუმი; სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა"- ქობულეთი. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან: IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი - IT კლასტერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“.
„ტექნიკური უნივერსიტეტი არის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და ორგანიზატორი. სტუდენტებს დავალება უნდა შეესრულებინათ ქსელურ და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, დავალებები ეხებოდა ასევე უსაფრთხოებას, იყო ტესტებიც. დავალება სპეციალურმა კომისიამ შეადგინა, სადაც ჩართულები იყვნენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე სხვადასხვა IT კომპანიის წარმომადგენლები. ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები პარტნიორ IT კომპანიებში ფასიან სტაჟირებას გაივლიან, შემდგომი დასაქმების მიზნით. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არათუ გამარჯვებულები, არამედ, ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტებიც წარმატებით საქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში. ოლიმპიადა წელს, მეორედ ჩატარდა და მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან დიდ ინტერესს იწვევს სტუდენტებს შორის. ეს მათთვის დამატებითი მოტივაციაა მსოფლიო დონის იმ კონკურსებისათვის, როგორიცაა ე.წ. „ვორდ სკილი“ (მსოფლიო უნარები), სადაც IT პროფესიებში კონკურსი ტარდება, ჩვენს ოლიმპიადაში გამარჯვებულებისთვის წინა რეპეტიციაა, იმისათვის, რომ მსოფლიო კონკურსში მონაწილეობა მიიღონ. ოლიმპიადას ვატარებთ პროფესიულ კოლეჯებს შორის და სწორედ კოლეჯები წარმოადგენენ კონკურსანტებს, შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მოტივირებული სტუდენტები მოვიდნენ, რომელთა ცოდნის დონე საკმაოდ მაღალია“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაზა ცირამუამ.
წელს ოლიმპიადის სპონსორები იყვნენ ფოთის საერთაშორისო ტერმინალი; საქართველოს რეგიონალური პროვაიდერების ასოციაცია; შპს „ორიენტ-ლოჯიკი“ ; შპს „სქაჰაი“; საერთაშორისო ორგანიზაცია „ვორლდ ლინკი“.
ოლიმპიადამ გამოავლინა 5 გამარჯვებული: I ადგილი - ლევან ფილფანი - კოლეჯი „თეთნულდი“, მესტია; II ადგილი - დავით ჩინჩალაძე - კოლეჯი „აიტი აკადემია“, თბილისი; III ადგილი - სოფიო მაქანდარაშვილი - კოლეჯი „იბერია“, ქუთაისი;  IV- ადგილი - გიორგი ზაალიშვილი, გლდანის პროფესიულური მომზადების ცენტრი, თბილისი; V ადგილი - ნიკოლოზ თვაური - კოლეჯი ''მერმისი“, თბილისი.
ოლიმპიადის პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელები წარმატებულ სტუდენტებს საკუთარ კომპანიებში ფასიანი სტაჟირებით უზრუნველყოფენ. მათ გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადასცეს.
„უღრმესი მადლობა ყველა მონაწილეს, ორგანიზატორებს. მინდა აღვნიშნო რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ტარდება. გარდა ამისა მოხარული ვარ რომ, ამ დონეზე არის განვითარებული და ღონისძიებას ასეთი დონის სტუმრები ესწრებიან. როდესაც ოლიმპიადაზე გამარჯვებულებს შორის დამასახელეს, ეს, პირველ რიგში იყო მოტივაცია, რომ უკეთესად მოვმზადებულიყავი, მომავალი მიმართულება დავინახე რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. ოლიმპიადამ ახალი კონტაქტები შემძინა, დასაქმებული ვარ. სექტემბრიდან ინფორმატიკის მიმართულებით სწავლას ვიწყებ უმაღლეს სასწავლებელში. გარდა ამისა, მსურს დავიწყო ახალი პროექტი „ახალგაზრდა მეცნიერების გაერთიანებაში“. მსურს, მონაწილეებს მივმართო, ძალიან მიხარია რომ მოტივირებულები ხართ, გაქვთ მიზანი, გილოცავთ და მრავალ წარმატებას ვუსურვებ მათ“ - აღნიშნა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის „აისის“ კურსდამთავრებულმა შალვა აბრამიშვილმა.

 

სიახლეებში დაბრუნება