საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია

26-07-2019


სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №01-05-04/186  დადგენილებით,   საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 9 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით სტუ-ის კანცელარიაში.

საბჭოს წევრობის კანდიდატმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

  2. CV - მონაცემები შრომითი საქმიანობის შესახებ;

  3. სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასლი);

  4. შრომების დამოწმებული სია (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში  გამოქვეყნებულ შრომებს);

  5. ეროვნული, საერთაშორისო, დარგობრივი აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასლი);

  6. საბჭოს სპეციალობით დაცული დისერტაციების ხელმძღვანელობა (სია);

  7. სხვა აქტივობები ( სახელმწიფო და სხვა სახის პრემიების ლაურიატობა, საექსპერტო საქმიანობა, საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობა, სარედაქციო კოლეგიებში მუშაობის გამოცდილება და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

არასწორი ინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში წარმოდგენილი კანდიდატურა არ განიხილება


განცხადების ფორმა

საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების ჩამონათვალი


 

სიახლეებში დაბრუნება