სემინარი

29-11-2013
სემინარი
„უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოებასთან“
 
2 დეკემბერს, 10:30 სთ, სტუ–ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართება სემინარი „უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოებასთან“. სემინარი ტარდება ტემპუსის N516613 პროექტის პროგრამის ფარგლებში და 6 დეკემბერს დასრულდება.
5 დღიანი სემინარის თემატიკა ფოკუსირებული იქნება ტემპუსის პროგრამის ფარგლებში სტუ–ში ახლადშექმნილი „უნივერსიტეტის წარმოებასთან თანამშრომლობის საინოვაციო ცენტრი“–ს მუშაობის, მისი სტრუქტურის, ცალკეული რგოლების ფუნქციონირების, პერსონალის შერჩევის და ფინანსების მოზიდვის საკითხებზე.
სემინარი ატარებს არაფორმალურ სახეს, მისი ჩატარების დროს წარიმართება დისკუსიები ცალკეული მონაწილის პრეზენტაციებზე, განსაკუთრებული ყურადღება ცენტრის ბიზნეს–გეგმის გარჩევას დაეთმობა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები