სს „თელასმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა

სს „თელასმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა

20-07-2019


სს „თელასმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა

სს „თელასმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტს მასალები, ხელსაწყოები და მოწყობილობები გადასცა.
უნივერსიტეტმა ლაბორატორიების აღჭურვისთვის 86 დასახელების მასალა, ხელსაწყო, მოწყობილობა და ოთხი სასწავლო სტენდი მიიღო.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი განებივრებულია კომპანია „თელასის“ მხრდაჭერით, რაც მრავალი წლის წინ დაიწყო. 2010 წელს ჩვენ ერთობლივი ძალებით შევქმენით ლაბორატორია, დღეს კი, ფაკულტეტს ხელსაწყოები და სტენდები გადმოეცა, რომელიც სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს, აამაღლებს, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „თელასის“ ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ.
როგორც სს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ განაცხადა, აღნიშნული ტექნიკური აღჭურვილობა კომპანია „თელასმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადასცა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისში მხარეებმა მომორანდუმს ხელი მოაწერეს და დოკუმენტი 2023 წლამდე მოქმედებს. მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების დარგში თანამშრომლობას გულისხმობს.
გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომლებიც კომპანიას შესაბამისი სპეციალისტებით უზრუნველყოფენ; „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას. 
„ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სს „თელასი“ მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. ჩვენ კონფერენციის ჩასატარებლად ვემზადებით, რომელსაც ვერ ჩავატარებდით, რომ არა სს „თელასი“. ეს არის უნივერსიტეტის და სს „თელასის“ ერთობლივი კონფერენცია“ – აღნიშნა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაადურ ჭუნაშვილმა.
პირველად, „თელასსა“ და სტუ-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 2006 წლის მაისში მოეწერა.
ხელშეკრულების ფარგლებში სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას სს „თელასში“ გადიოდნენ, ხოლო წარმატებულ სტუდენტებს კომპანია სამსახურით უზრუნველყოფდა.
“სს „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ფუნქციონირების შედეგად სტუ–ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკულ მომზადებას გადიან, ხოლო სს „თელასის“ და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების კურსს. „კომპანია „თელასი“ ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს მეცნიერების და განათლების სფეროს განვითარებას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და დღევანდელი დახმარებაც არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი“ – განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.


 

სიახლეებში დაბრუნება