ვაკანსია

28-11-2013
სადაზღვევო კომპანია  „პსპ  დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის თანამდებობაზე
 
ფუნქციები
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და სადაზღვევო პროდუქტის (ავტოდაზღვევის) გაყიდვა;
 სამუშაო გრაფიკი 
  • შესაძლებელია სტუდენტებისათვის მუშაობის სწავლასთან შეთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  გაყიდვების/მომსახურების  სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  ცოდნა
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელობა და სითამამე უცხო სოციალურ სიტუაციებში
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა
  • ინიციატივიანობა, აქტიურობა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
 
დამატებითი ინფორმაცია: აგენტის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა  ფოტოსთან  ერთად მისამართზე: hr@ipsp.ge . გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
 
ან შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 150
 
განაცხადები მიიღება 2013 წლის 14 დეკემბრამდე.
 
აპლიკანტების საყურადღებოდ!
 ტესტირებასა და გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები