მემორანდუმი

22-11-2013
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “RMG Copper” - სა და შპს “RMG Gold” - ს შორის
მემორანდუმის მოქმედების ვადა გაგრძელდა
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “RMG Copper”-სა და შპს “RMG Gols”-ს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოქმედების ვადა გაუგრძელდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და სააქციო საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კალანდაძემ.
 
მემორანდუმი სტუ–ს სტუდენტებისთვის ითვალისწინებს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის გავლას და გამოყენებითი გეოლოგიის პროგრამის გამორჩეული სტუდენტებისთვის ოთხ სახელობით სტიპენდიას (ერთი –– 300 ლარიანი, ერთი –– 200 ლარიანი და ორი––150 ლარიანი). მემორანდუმის მიზანია საწარმოში სტუდენტებისთვის გეოლოგიური, ტექნოლოგიური, ანალიზური და ეკოლოგიური პროცესების შესწავლა და გამორჩეული სტუდენტების სტაჟიორებად აყვანა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები