გადამზადების პროგრამა

19-11-2013
ტრაქტორისტ-მემანქანეთა გადამზადების პროგრამა
 
სტუ-ს პერსპექტიული განვითარების სამსახური
 
გაეროს განვითარების პროგრამის „უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“ საქართველოში გაეროს წარმომადგენლის მოადგილის ინიტა პავლოვიჩისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს შორის 2013 წლის 10 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სტუ-ს დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე, ტრაქტორისტ-მემანქანეების გადამზადების პროგრამის პირველი ეტაპის მსმენელთა მომზადება თეორიულ ნაწილში დაიწყო 2013 წლის 30 იანვარს, ტრაქტორის ტარების კურსი 4 თებერვალს, ხოლო სასწავლო პრაქტიკა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებით 28 თებერვალს. პირველი ეტაპის სწავლების სრული ციკლი დამთავრდა 23 მარტს. მეორე ეტაპის მსმენელებისათვის თეორიული ნაწილი დაიწყო 28 თებერვალს, ტრაქტორის ტარების კურსები 5 მარტს და დამთავრდა 29 მარტს. სასწავლო პრაქტიკა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებით დაიწო 30 მარტს და დასრულდა 24 აპრილს. კურსების 146 მსმენელი ძირითადად წარმოდგენილი იყო იმერეთის რეგიონიდან.
აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად გაეროს მიერ გამოყოფილი იქნა გრანტი 160 800 ლარის ოდენობით. მსმენელების პარაქტიკული მომზადების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო უახლესი მოდიფიკაციის „ჯონ დირის“ , „ნიუ ჰოლანდის“ და „ბელორუის“ მარკის 6 ტრაქტორი. გამოყოფილი თანხა მოხმარდა:  თეორიული და პრაქტიკული სწავლების პედაგოგების ანაზღაურებას; მსმენელების დაბინავებას და კვებას; მსმენელებისათვის ტრაქტორისტის ფორმების,  საწავლო სახელმძღვანელოებისა და თვალსაჩინოების შეძენას; ტრაქტორების საწვავით უზრუნველყოფას; ქუთაისში ტრაქტორისტის მართის მოწმობების აღებისათვის მსმენელების ტრანსპორტირებას და სხვა ორგანიზაციული სამუშაოების შესრულებას.
       
მსმენელთა მომზადების ძირითადი მაჩვენებლები
 
კოლეჯი
მსმენელების რაოდენობა
მართვის მოწმობა ჰქონდა
ვერ გავიდა გამოცდაზე
წარმატებით შეცვალა და აღადგინა
ჩააბარა
ვერ ჩააბარა
მართვის მოწმობა პროექტის დასასრულს
 
 
%
დიდი ჯიხაიში
 
146
 
 
37
 
 
2
 
0
 
80
 
27
 
117
 
 
80,1
 
აღსანიშნავია, რომ სტუ-ს დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ბაზაზე მომზადებული მსმენელების მიერ მართვის მოწმობის მიღების მაჩვენებელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია რესპუბლიკის მაშტაბით გაეროს პროექტით მომზადებულ ტრაქტორისტ-მემანქანეთა გრანტის ხარჯვის მიზნობრიობა გაეროს შეკვეთით შეამოწმა საერთაშორისო სააუდიტორო ფირმამ  „Georgia Audit&Consulting Companu, Memder of Crome Horwath Internacional”. ფირმამ დასკვნა განათავსა საკუთარ საიტზე, რომელშიც აღნიშნულია სტუ-ს მიერ შესრულებული სამუშაოს პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ეფექტი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები