„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

10-07-2019


„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

2019 წლის იანვარში, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალში "Стекло и Керамика" დაიბეჭდა სტატია სათაურით - „ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“. სტატიის ავტორია მხატვარ-კერამიკოსი გ.ი. უსტიაშვილი.   

სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი "Стекло и Керамика" 1925 წლის იანვრიდან გამოდის და მას მალე 100 წელი უსრულდება. ჟურნალი, რომელიც რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოდის, წამყვან რეცენზირებულ სამეცნიერო გამოცემათა სიაშია შესული. 

„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

„ეკა ხარაშვილის შესახებ პირველი სტატია ჟურნალში გამოქვეყნდა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში. სწორედ იმ დროიდან არის ეკა ხარაშვილი ჩვენი ჟურნალის მეგობარი - კავკასიის მთები ჰყოფენ ჩვენს ქვეყნებს და არა ჩვენს გულებს“.

„ძვირფასო ეკა, გისურვებთ მომავალ წარმატებებს სამეცნიერო კვლევებსა და შემოქმედებაში“, - წერს სტატიის ბოლოს  „СТ и К“-ს მთავარი რედაქტორი ლიუდმილა სოკოლოვა. 

„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

ეკა ხარაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და წამყვანი მეცნიერ-მკვლევარია.  მის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალში "Стекло и Керамика" გამოქვეყნებულ სტატიას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ. 

„პროფესია, რომელსაც დაეუფლა ეკა ხარაშვილი, დაკავშირებულია კერამიკასთან - ეს ფაიფურია, ქაშანური (ფაიანსი), მაილოლიკა, ფაქიზი ქვის კერამიკა, სამეთუნეო ხელოვნება. სამეცნიერო კვლევა, რომელზეც ეკა ხარაშვილი მუშაობს, კერამიკული საღებავები, ჭიქურები და მასებია. მუშაობის პროცესში მან  60-მდე სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა (ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები), მიიღო 23 საავტორო მოწმობა გამოგონებებზე და სამკერდე ნიშანი „სსრკ გამომგონებელი“. 

„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

ეკა ხარაშვილის შრომებმა არაერთხელ დაიმსახურა საბჭოთა მეცნიერთა დიდი ინტერესი - რუსეთიდან, უკრაინიდან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან: ჩეხეთი, გერმანია, აშშ (მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) და კუბა (ჰავანა). 

ეკა ხარაშვილის ნაშრომების სქოლიოები გვხვდება საზღვარგარეთ გამოცემულ სტატიებსა და ბიბლიოგრაფიულ სიებში. ეკა ხარაშვილის მიერ დამუშავებული თემების შედეგების გამოყენების გეოგრაფია საკმაოდ ფართოა: საქართველო, რუსეთი, ესტონეთი, ლატვია, უკრაინა, ლიეტუვა. 80-იან წლებში მიიღო მიწვევა კაუნასში. 

„ეკა ხარაშვილი. მეცნიერებიდან ხელოვნებამდე“ - სტატია საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში

საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ნამუშევრების პირველი აღიარება დულევოს (მოსკოვის ოლქი) საღებავთა ქარხანაში მოხდა. 

მისი მხატვრული ნაკეთობები წარმატებით იყო წარმოდგენილი გამოფენებზე არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთში, არამედ  - საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და, თურქეთში, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში: აშშ-ის საელჩო საქართველოში _ 2007-2009 წლებში, იაპონიის საელჩო საქართველოში - 2011 წელი. გამოფენების ორგანიზატორთა და დამთვალიერებელთა მხრიდან გამოთქმული შეფასებები ადასტურებს ნამუშევრების მაღალ ხარისხსა და ავტორის გემოვნებას.  

ეკა ხარაშვილის მიერ დამუშავებული ახალი კერამიკული შედგენილობა აქტუალურია ფაიფურზე ჭიქურქვედა ფერწერის საღებავთა პალიტრის მნიშვნელოვანი გაფართოების გამო - მან მიიღო მწყობრი გამა ნატიფი, იშვიათი ტონალობის საღებავების დოკირისთვის, შეიმუშავა ფერადი, ადვილღობადი ჭიქურები (დაცულია საავტორო მოწმობით). 

როდესაც ეკა ხარაშვილი მიწვევით იმყოფებოდა ესტონეთში, მან ტალინის სამშენებლო და სამხატვრო კერამიკის კომბინატში დანერგა კერამიკული ქვის კერამიკის ახალი შემადგენლობა, რომელიც ესტონეთის ნედლეულის ბაზაზე შემუშავდა.  

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ნაზი და ჰაეროვანი იასამნისფერი პიგმენტის შემუშავება ფაიფურის ჭიქურქვედა ფერწერისთვის. ამ გამოგონებამ უმაღლესი შეფასება მიიღო რუსეთის ცნობილი მეცნიერის, სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორ პ.ი. ავგუსტინიკისგან, რომელიც აღფრთოვანებით აღნიშნავდა, რომ იასამნის ასეთი ნაზი ელფერი არასოდეს უნახავს. 

სანკტ-პეტერბურგის ლომონოსოვის ქარხნის სახელგანთქმულმა მხატვარმა ჟბანოვმა თავის უბადლო პეიზაჟებში სწორედ ეკა ხარაშვილის მიერ შექმნილი პიგენტები გამოიყენა, განსხვავებული ფაქიზი, დახვეწილი ელფერებითა და ფერთა მომხიბლავი გრადაციით. 

1970-1980 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებმა ეკა ხარაშვილი მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, კერამიკულ პიგმენტთა შესაქმნელად ნედლეულის სახით ქათმისა და სირაქლემის კვერცხის ნაჭუჭი გამოეყენებინა. 

ნედლეულის სახით კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება საკმაოდ უჩვეულო იყო. კვერცხის ნაჭუჭის ბაზაზე მან შეძლო მიეღო უიშვიათესად კეთილშობილი ელფერის მქონე ვარდისფერი პიგმენტი ჭიქურქვედა ფერწერისათვის, ოქროს კოლოიდური ნაწილაკების გარეშე - ეს უეჭველი წარმატება იყო! 

კვერცხის ნაჭუჭის სახით ნარჩენების გამოყენების შედეგად გამარტივდა ჭიქურის მიღების ტექნოლოგია, შემცირდა მისი ღირებულება, გაუმჯობესდა მისი დეკორატიული და ესთეტიკური თვისებები - მხატვრულ ნამუშევრებში ეკა ხარაშვილი მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. 

1970 წლიდან დღემდე ეკა ხარაშვილმა შექმნა მრავალი გამოგონება ჭიქურების კერამიკული ნაკეთობებისთვის, მათ რიცხვში ფაიფურისთვის, რაზეც მიიღო საავტორო მოწმობები, მათ შორის 10-ზე მეტი საავტორო მოწმობა - კერამიკულ ჭიქურებზე. 

პიგმენტებზე და ჭიქურებზე მუშაობა ეკა ხარაშვილისთვის შემოქმედებითი პროცესი არმოჩნდა.

ორიგინალური მხატვრულ-ტექნოლოგიური სტილი, რომელსაც ეკა ხარაშვილი იყენებს - ფერწერა კერამიკაზე, ძირითადად პლაკეტებზე, თანაც ნახატი სრულდება მარტოოდენ საავტორო საღებავებით, პიგმენტებით და ჭიქურებით. მას ეკუთვნის კერამიკის დეკორირების ორიგინალური სტილი: საღებევის დატანა ფუნჯით და სამედიცინო ნემსით (მაგალითად, მინიატურა „დონ კიხოტი“). დეკორი ფრაქტალებით, რომლებიც წარმოიქმნება ფერწერულ ნახატზე (ფაიფურის გამოწვის შემდეგ), ეს სურათი საკმაოდ უჩვეულოა - დაჩეხილი არარეგულარული ფიგურები, რომლის გარკვეული ნაწილი მეორდება, იცვლება მხოლოდ ფიგურების ზომები. ფრაქტალებს ახასიათებს თავისი „კოდი“ - თვითმსგავსების პრინციპი (მაგალითად,  ორიგინალური დუეტი „დანავარდობს ანტონიო ვივალდის მუსიკა“).

ეკა ხარაშვილის შემოქმედებას მუდამ ახლავს მშობლიური მოტივები, მაგალითისთვის - ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მოტივებზე შექმნილი ნამუშევრები. 

ეკა ხარაშვილის შემოქმედებაში ქართული კულტურა შეხამებულია აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნების კულტურასთან. პიკასოს და როდენის შემოქმედება, იაპონური და ჩინური სიუჟეტები ქმნის ეკა ხარაშვილის შემოქმედებით მარაოს. საავტორო კერამიკულ საღებავებისა და ჭიქურების გამოყენებისას მან შესძლო თავის მხატვრულ ნამუშევრებში იაპონური ნაციონალური მოტივების, ყოფითი სცენების, დეკორატიული თეატრალური სცენების, ეგზოტიკური პეიზაჟების გამოსახვა. ნაზ, ნატიფ ელფერთა თავშეკავებულობა ხაზს უსვამს ნამუშევრების შესრულების სილამაზეს, დახვეწილობასა და სიფაქიზეს. 

ეკა ხარაშვილის ნამუშევრებმა, რომელიც 1995 წელს სანკტ-პეტერბურგის სახელგანთქმულ სამხატვრო სალონ HERITAGE-ში იყო გამოფენილი, ობიექტურად დაიმსახურა იაპონიის საზოგადოება „უტაგავას“ წარმომადგენლის, რომელიც ჩამობრძანდა გამოფენაზე - „ვან გოგის იაპონური გრავიურების კოლექცია და უტაგავას სკოლის ხელოვნების ტრადიციების თანამედროვე იაპონიაში“ ერმიტაჟში _ სანკტ-პეტერბურგში, მაღალი შეფასება. ამჟამად ეკა ხარაშვილის ნამუშევარი იაპონიის სიუჟეტებზე, რომელიც იყო წარდგენილი „HERITAGE“ - სალონში, იმყოფება იაპონიაში.

ეკა ხარაშვილის ნამუშევრები ყოველთვის იწვევს დამთვალიერებლის ჭეშმარიტ ინტერესს და არაერთ კერძო კოლექციას ამშვენებს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში“. 

ეკა ხარაშვილის ნამუშევრები:

  • ზამბახები (ოგატაკორინის ნამუშევრის მოტივებზე, იაპონია) - ინახება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს კოლექციაში.
  • კლავიშებ-სიმებიანი დუეტი - ანტონიო ვივალდის მუსიკა დანავარდობს.
  • ვარდისფერი ჭიქური ქათმისა და სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭის გამომწვარი ფხვნილის გამოყენებით.
  • კომპოზიცია ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების მოტივებზე
  • საავტორო ფერადი ჭიქურების ფერხული წითლადმწვარ კერამიკისთვის
  • საკეც თეჯირი (იაპონურ მოტივებზე)
  • ზამთრის პეიზაჟი, მხატვარი ჟბანოვი, ხარაშვილის საღებავები

მინიატურა. პაბლო პიკასო. „დონ კიხოტი“ (საღებავის დატანის ხარაშვილისეული საავტორო მეთოდი - სამედიცინო ნემსით).




 

სიახლეებში დაბრუნება