გამოფენა

18-11-2013
გამოფენა
 
19 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ „უნივერსში“ (კოსტავას ქ.N72, სტუ-ს პირველი კორპუსის I სართული), სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიხსნება ცნობილი ჩეხი არქიტექტორის, თბილისში ჩეხეთის საელჩოს შენობის ავტორის იან ბოჩანის ნამუშევრების პერსონალური ნამუშევრების გამოფენა.
 
გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან ჩეხეთის და საქარველოს არქიტექტორთა კავშირების, პრაღის  და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები.
 
გამოფენა 30 ნოემბრამდე გასტანს.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები