ბრძანება

03-05-2008
                 ს.ს.ი.პ.
,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
              ბრძანება
------------------N------------------
    სტუდენტთა N76 Dღია სამეცნიერო
    ტექნიკური კონფერენციის შესახებ
 
      შევიდეს ცვლილება  სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ 04.04.2008 4/02 ბრძანების 1, 2 და 3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
 
  1. სტუ-ს ღია სამეცნიერო ტექნიკური კონფერენციის ძირითადი ეტაპი (მოსმენა) ჩატარდეს 2008 წლის 13, 14, 15 მაისს; 
  2. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია 3 მაისამდე თემის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამის დეპარტამენტში (სექციაზე); 
  3. კონფერენცია გაიხსნას 13 მაისს, 11:00 საათზე, სტუ-ს დიდ სააქტო დარბაზში;
 საფუძველი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის და კარიერის სექტორის უფროსის ბორის გითოლენდიას წარდგინება.
 
 
  
რექტორი, პროფესორი                                                    ა. მოწონელიძე
 
 
ვიზები:
 
სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                   ქ. ქოქრაშვილი
 
ხარისხის მართვის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი                                                       ს. ესაძე
 
სწავლების და მეცნიერების
სამმართველოს უფროსი                                                ი. ლომიძე
 
სტუდენტებთან კურსდამთავრებულებთან
ურთიერთობის და კარიერის
სექტორის უფროსი                                                         ბ. გითოლენდია
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი                                                      ბ. მაისურაძე

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები