18-11-2013
საერთაშორისო სკოლა უსადენო ტელეკომუნიკაციების შესახებ
2014 წლის 3-14 მარტს ქ. ტრიესტეში (იტალია) გაიმართება საერთაშორისო სკოლა, რომელიც ეხება უსადენო ტელეკომუნიკაციებს. სკოლა ჩატარდება თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU), ქსელური სტარტაპის რესურს ცენტრისა (Network Startup Resource Center –NSRC, აშშ) და ტელეკომუნიკაციების ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით (National Institute of Telecommunications - NIT, პოლონეთი).
სკოლის სამუშაო ენა იქნება ინგლისური. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს.
სკოლაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 01.12.13.
სიახლეებში დაბრუნება