კრიმინალისტიკის ლაბორატორია

14-11-2013

კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია

სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა
14 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, სამართლის დეპარტამენტში გაიხსნა კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი და სხვები.

სტუდენტებში კრიმინალისტიკის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მიიღო გადაწყვეტილება, სამართლის დეპარტამენტში შექმნილიყო კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია. ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა საქართველოს შიუნაგან სქმეთა სამინისტროს თანადგომით გახდა შესაძლებელი და ის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში არსებული აღჭურვილობის ანალოგიურია.

ლაბორატორიამ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი ამოცანები: საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრიმინალისტიკის კურსის თეორიული სწავლებით მიღებული ცოდნის გაღრმავება ლაბორატორიული კვლევებითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით; პროფესიული სწავლების საფეხურით ჩარიცხულ სტუდენტთა მომზადება კრიმინალისტიკის სპეციალობით; სხვა სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობა, ხელშეკრულების საფუძველზე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა

სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს იმიტირებული პროცესების ჩასატარებლად მოწყობილი სასამართლო დარბაზი და სამართლის კლინიკა, სადაც სტუ-ის სამართლის სპეციალობის სტუდენტები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციას უწევენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და ტექნიკური უნივერსიტეტის მოსამსახურეებს.

სტუ-ში კრიმინალისტიკის თანამედროვე ლაბორატორია გაიხსნა



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები