საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი

საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი

02-07-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატის ორგანიზებით, 2019 წლის 3 ივლისს, 10:00 საათზე თბილისში ,სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში"  (1 ვარდების რევოლუციის მოედანი).გაიმართება საქართველო-სერბეთის  ბიზნესფორუმი.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.  

ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ნემანჟ სტევანოვი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ელენა იოვანოვიჩი. 

დამსწრე საზოგადოებასთან პრეზენტაციებით წარსდგებიან : 

ნინო კაკულია - აწარმოე საქართველოში  - საქართველო საინვესტიციო ბაზრის პერსპექტივა 

ელენა იოვანოვიჩი - ბიზნეს პოტენციალი და საინვესტიციო კლიმატი სერბეთში. 

ნინო ტურაშვილი - საქართველოს ტურიზმის  ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ბოიან სანიკი - სერბეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა - საინვესტიციო კლიმატი სერბეთში

გიორგი ვეკუა -  საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ.

ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს სერბეთიდანე  5  უმსხვილესი  კომპანია ეწვევა,  რომლის მიზანია საქართველოში  ბიზნეს პარტნიორის მოძიება.

ღონისძიებაზე გაიმართება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები  სერბეთის   ბიზნესის წარმომადგენლებთან შემდეგი სექტორებიდან:

  • სოფლის მეურნეობა
  • ტურიზმი
  • წარმოება
  • ეკონომიკის ინსტიტუტი /სამეცნიერო კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრი

ბიზნესფორუმში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში,  გთხოვთ,  გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/DQTjRRP4LapxdV4T7 

დასწრება შეზღუდულია. 

კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილებში.

საკონტაქტო პირი: ელენე ამაშუკელი - 599899290; ელ.ფოსტა : e.amashukeli@gcci.ge


 

სიახლეებში დაბრუნება