შეხვედრა

13-11-2013

შეხვედრა

13 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე სტუ-ს საინჟინრო-გეოდეზიის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ სტუდენტებს ქვეყნისთვის საინჟინრო გეოდეზიის სფეროს მნიშვნელობასა და მისი განვითარების აუცილებლობაზე ესაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის დახმარებით განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის სრული რეკონსტრუქცია და მისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. სტუდენტები რეაბილიტირებულ შენობაში, განახლებული სასწავლო ლიტერატურით ეუფლებიან პროფესიას.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები