სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

22 სექ

შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

21 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეულ მეცხრე პრეზიდენტს, დოქტორ ადელა დე ლა ტორეს შეხვდა
22 სექ

IoT ჰაკათონი

12-14 ოქტომბერს, სტუდენტებისთვის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში IoT (Internet of Things) ჰაკათონი გაიმართება.

ჰაკათონის ორგანიზატორები არიან Internet Society ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

კონკურსანტები 48 საათის განმავლობაში ერთმანეთს სასარგებლო და ინოვაციური IoT (Internet of Things) პროდუქტების აპარატულ-პროგრამული პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან. მონაწილეებს დაურიგდებათ Arduino კონტროლერების, სენსორების კომპლექტები და მიეცემათ საშუალება, გამოიყენონ IoT LoRaWan უკაბელო ქსელი ინტერნეტში ჩასართავად, რათა მოახდინონ მიღებული მონაცემების შემდგომი პროგრამული დამუშავება.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ 3-5 წევრისგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს.

პრიზები:
  • პირველი ადგილი: 600 ლარი
  • მეორე ადგილი: 400 ლარი
  • მესამე ადგილი: 200 ლარი
გარდა ფულადი ჯილდოებისა, წარმატებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი ღონისძიების მხარდამჭერებისგან, რომელთა შორისაა:
  • ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი
  • ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი - ჯეოლაბი
  • IT სპეციალიზაციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი - IT Step აკადემია
  • კომპანია Red Bull, რომელიც მონაწილეებს ენერგეტიკული სასმელით გაუმასპინძლდება
ღონისძიების სპონსორები არიან:
სარეგისტრაციო განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრის დღის ბოლომდე.

ჰაკათონის პირობების დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე.

კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია დაკავშირება Facebook-ზე ან ელ.ფოსტაზე: iothackathon@sciencelib.ge

ჰაკათონთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 26 სექტემბრს, 16:00 სთ., მისამართზე: ალექსიძის მე-2 შესახვევი N3, თბილისი.
21 სექ

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

2018-2019 სასწავლო წლის სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდებისს საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით (21 სექტემბერი)
21 სექ

პრეზენტაცია

სათაური "გერმანელი პროფესორის, ჰელმუტ ზატცის ლექცია სტუ-ში"
19 სექ

დამატებითი მიღება მაგისტრატურაში

2018 წლის 19 სექტემბრის  №01-09-10/184 ბრძანების თანახმად, გამოცხადდეს დამატებითი მიღება ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ ვაკანსიებზე
18 სექ

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

2018-2019 სასწავლო წლის მაგისტრატურის სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები (18.09.18)
17 სექ

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

2018-2019 სასწავლო წლის მაგისტრატურის სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები (17.09.18)
17 სექ

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით განახლებული ლაბორატორიები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი ახალ სასწავლო წელს განახლებული და შევსებული ლაბორატორიებით ხვდება
17 სექ

აერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები"

28-29 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები"
16 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლუბლინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ლუბლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Lublin University of Technology - LUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
14 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
11 სექ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საშემოდგომო გაწვევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი იწყებს საშემოდგომო გაწვევის I ეტაპს, რომელიც სწავლის პარალელურად, 18 დან 27 წლამდე ასაკის მქონე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლასთან შეთავსებით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით
11 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ვალმიერას ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Vidzeme University of Applied Sciences - ViA) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის
11 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

თურქეთის შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
11 სექ

კომპანია „რეტკო“ - ანაზღაურებადი სტაჟირება ენერგეტიკისა და არქიტექტურის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის

ელექტრომოწყობილობების კომპანია „რეტკო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ენერგეტიკისა და არქიტექტურის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის
10 სექ

სტუ-ს "მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის" მსმენელთა "საზაფხულო სკოლა"

29 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის" მსმენელთა "საზაფხულო სკოლა"
10 სექ

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწავლო წელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018/2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი
10 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მონპელიეს უნივერსიტეტში სუპაგრო - 2018/19 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

მონპელიეს უნივერსიტეტი სუპაგრო (Montpellier SupAgro) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2018-2019 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი)
07 სექ

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად - 2018 (07.09.18)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე
07 სექ

სტუდენტთა საყურადღებოდ - 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრი სტუ-ს აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის 2018 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება

სიახლეები 1 - 20 of 2912