ახლგაზრდა ბანკირების დასაქმების პროგრამა

12-11-2013

ახლგაზრდა ბანკირების დასაქმების პროგრამა

პროკრედიტ ბანკი იწყებს ახალგაზრდა ბანკირების შერჩევას.

ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამა მოიცავს 6 თვიან ინტენსიურ კურსს საბანკო საქმისა და ფინანსების სფეროში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს პროკრედიტ ბანკში პროფესიული განვითარებისა და კარიერის შექმნის შესაძლებლობა ეძლევათ. კურსის მსვლელობისას მონაწილეები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, ხოლო რეგიონებიდან ჩამოსულ კანდიდატებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება 14 და 15 ნოემბერს 15:00 საათზე.

14 ნოემბერი - ბიზნეს-ინჟინერინგისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

15 ნოემბერი - სტუ-ს ყველა სხვა ფაკულტეტის IV კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს ტელ.: 2 36 53 45


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები