ტექნიკურ უნივერსიტეტში InnoCENS პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

ტექნიკურ უნივერსიტეტში InnoCENS პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

25-06-2019


ტექნიკურ უნივერსიტეტში InnoCENS პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყოსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში,  დღეს,  სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობენ პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) წარმომადგენლები. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში InnoCENS პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო„ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (InnoCENS) პროექტის სამუშაო შეხვედრები თბილისში 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მათ პროექტის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მანსპინძლობს. 28-29 ივნისს ღონისძიება ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს. 

ტექნიკურ უნივერსიტეტში InnoCENS პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყოInnoCENS პროექტის სამუშაო შეხვედრები ითვალისწინებს ვორქშოპების, სემინარების, პრეზენტაციების, საანგარიშო მოხსენებებისა და დისკუსიების ჩატარებას, ასევე, სასწავლო ვიზიტებსაც. აღნიშნულ აქტივობებში ჩართულია შვიდი ქვეყნის 35 მონაწილე - კონსორციუმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები. 

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ზუმბურიძემ აღნიშნა, InnoCENS-ი სამწლიანი პროექტია, რომელიც 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. 

„პროექტის ფარგლებში არაერთი სასწავლო ვიზიტი განხორციელდა კონსპორციუმის წევრ უნივერსიტეტებში. პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა. ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა „ინოვაციების კონკურსი“, ფინალში გამარჯვებული კი სექტემბერში გაემგზავრება ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს პროექტით დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსში. პირველ ადგილზე გასული ფულად ჯილდოსაც მიიღებს და დეკემბერში  ყაზახეთში, ნურ-სულტანში გაემგზავრება დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ოთარ ზუმბურიძემ.   

InnoCENS პროექტი Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლების პროცესში. InnoCENS-ის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტოკჰოლმში. კონსორციუმის წევრები არიან საქართველოს, ესპანეთის, ფინეთის, სომხეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის უნივერსიტეტები და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: საქართველოს ტექნიკური და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. საქართველოში პროექტის კოორდინატორი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.

 

სიახლეებში დაბრუნება