სამუშაო შეხვედრა

21-04-2008
სტუ-ში განათლების მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გია ნოდიამ სამუშაო შეხვედრა გამართა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან და ხარისხის მართვის სამსახურების უფროსებთან.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა, არჩილ ფრანგიშვილმა
სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაცია, მათ ლიცენზირებასთან ერთად, მიზნად ისახავს განსაზღვროს განათლების ხარისხის მიმართ წაყენებული მინიმალური ზღვარი.
”სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევა და შენარჩუნება საქართველოს განათლების სისტემაში ამჟამად მიმდინარე მძაფრი და ძირეული რეფორმების მთავარი თემა და სტრატეგიული მიზანია” - განაცხადა ბ-მა გია ნოდიამ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები