ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ქაცარავა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ქაცარავა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა

20-06-2019

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ქაცარავა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი გახდასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი რამაზ ქაცარავა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) აირჩიეს.  

ცნობილი მეცნიერისთვის ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსის ტიტულის მინიჭება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ფარული კენჭისყრით, მიმდინარე წლის 17 ივნისს მოხდა. 

რამაზ ქაცარავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე პოლიმერების ქიმიის განვითა­რე­ბაში. მან შექმნა პოლიმერების სინთეზის ახალი, მესამე თაობის პოლიკონდენსაციური („აქტივირე­ბუ­ლი პოლიკონდენსაციის“) მეთოდი, რომელიც საერთაშორისო ლიტერატურაში მოიხ­სე­ნიება როგო­რც ,,ქაცარავას მეთოდი’’. მან პირველმა შეიმუშავა აქტივირებულ-სილილური პოლი­კო­ნ­დენ­საცია და  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ,,სილილური’’ და „კლიკ“-პოლიკონდენსა­ცი­ების განვი­თარებაში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქაცარავას ფუძემდებლური კვლე­ვები ბუნე­ბრივი ამინომ­ჟ­ა­ვების საფუძველზე უნიკალური პოლიმერების - ფსევდოპრო­ტე­ინების შექ­მნაში, რომელიც ბიო­დე­გ­რა­დირებადი პოლიმერების მსოფლიო ოჯახში დღეს წამყვან პოზ­ი­ციას იკავებს. ფსევდოპრო­ტე­ინების გამოყენების პერსპექტივები და კომერციული პოტენ­ციალი, დღეს, უდიდესია ბიომედი­ცინაში, ვეტე­რი­ნარიაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში. 

რამაზ ქაცარავა ინტენსიურად თანამშრომლობს აშშ-ის, იაპონიისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და კომპანიიებთან ფსევდო­პრო­ტეინების გამოყენებისათვის „გონიერი“ მასალების, წამლის მიწოდების პლატფორმის, მიკო და ნანოსის­ტემების, ბიოაქტიური პოლიკატიონების და განწოვადი ქირურგიული მასალების სახით. 

რამაზ ქაცარავა, რომელსაც 2017 წელს საუკეთესო მეცნიერის საერთაშორისო წოდება მიენიჭა, საინჟინრო აკადემიის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოსა და ამერიკის ქიმიური საზოგადოებების, არაერთი სამეცნიერო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრია; დაჯილდო­ებულია ღირსების ორდენით, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედლით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით მიღწევებისათვის ინოვაციების სფეროში, სვანტე არენიუსის საერთაშორისო პრიზით. 

რამაზ ქაცარავა 450-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღე­ბული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. მისი ხელმძღვანე­ლობით გაზრ­დი­ლია 11 მეცნიერებათა კანდიდატი, 20 აკადემიური დოქტორი და 1 მეცნიერებათა დოქტორი, 30 მაგისტრი და ორი PhD კონსულტანტი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით.

 

სიახლეებში დაბრუნება