ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს

ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს

20-06-2019

ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობსსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე,   „სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის 12 ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით დღეს დილიდან სასპორტო  ღონისძიებები მიმდინარეობს.  

ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობსდღის განმავლობაში შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში ჩატარდება: ქუჩის კალათბურთი (streetball), ქუჩის ფეხბურთი (street soccer), ფრენბურთი, მჯდომარე ფრენბურთი (შშმ პირების მონაწილეობით), გრეხეთბოლი, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, ნარდი, დარტსი, ბადმინტონი, მხიარული სტარტები და ე.წ ბუშტების ფეხბურთი.

ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობსსასპორტო ღონისძიებები დინამიური მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს. ღონისძიების დასასრულ, გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში მოხდება. ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდიდან. 

ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს„სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 –  ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით 2019 წლის 26 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორციელდება, სტუ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობსსტუდენტური პროექტია. მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში 100-ზე მეტი ღონისძიება ტარდება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით. 2017 და 2018 წლებში პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სტუდენტებში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წრეში.

ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობსპროექტს „სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 –  ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ მხარს უჭერს და ნაწილობრივ აფინანსებს ქ. თბილისის მერია, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულთათვის პრიზები აქვთ დაწესებული.

ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის - ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს


 

სიახლეებში დაბრუნება