სტუ-ის სტუდენტი მსოფლიო თასის მფლობელი გახდა

სტუ-ის სტუდენტი მსოფლიო თასის მფლობელი გახდა

14-06-2019
სტუ-ის სტუდენტი მსოფლიო თასის მფლობელი გახდაუკრაინაში, ქალაქ  ბელგოროდ-დნესტროვსკში, ჭიდაობის სახეობა გრაფლინგში, მსოფლიოს თასზე ჩატარებულ ტურნირში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის წევრმა ლევან შაიშმელაშვილმა. 75 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ლევან შაიშმელაშვილმა ფინალში „გაგუდვით“, მეორე წუთზე დაამარცხა უკრაინელი სპორტსმენი ვიტალი ივასშენკო და მსოფლიო თასი მოიპოვა.

 

სიახლეებში დაბრუნება